რატომ არის აჭარა, და განსაკუთრებით ბათუმი, ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება და როგორ სარგებლობს უძრავი ქონების ბაზარი

ბათუმი, საქართველოს აჭარის რეგიონის სამკაული, მთელი წლის ტურისტული დანიშნულების ადგილი ხდება, რომელიც ყოველ სეზონზე იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. ბუნებრივი სილამაზის, კულტურული სიმდიდრისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის უნიკალური ნაზავი უზრუნველყოფს, რომ ბათუმი არა მხოლოდ საზაფხულო დასვენების ლოკაცია, არამედ ცოცხალი, ოთხსეზონიანი ქალაქი იყოს. ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადი ქმნის დინამიკურ გარემოს უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის, რაც ბათუმს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად აქცევს ინვესტორებისთვის, რომლებიც მაღალ შემოსავალსა და გრძელვადიან ზრდას ეძებენ.

ადგილი ყველა სეზონისთვის

გაზაფხული: როცა კავკასიონის მთებში თოვლი დნება და ბუნება იღვიძებს, ბათუმის აყვავებული პარკები, ბოტანიკური ბაღები და გამოცოცხლებული ქუჩები სხვადასხვა ფერებით ცხოცხლდება. აჭარაში გაზაფხული შესანიშნავი დროა ისეთი აქტიური დასვენებისთვის, როგორიცაა ლაშქრობა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და რეგიონის ისტორიული ადგილების შესწავლა. ზომიერი კლიმატი უზრუნველყოფს კომფორტულ პირობებს ტურისტებისთვის, რომლებსაც ბუნებით ტკბობა სურთ.

ზაფხული: პიკური სეზონი ბათუმში, რა დროსაც მზის მაძიებლები მთელი მსოფლიოდან ამ ქალაქში იკრიბებიან და ტკბებიან შავი ზღვის ხელუხლებელი სანაპიროებით. ენერგიით სავსე ქალაქის პლაჟები მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. წყლის სპორტი, ზღვისპირა კაფეები და პლაჟის ფესტივალები მთავარი აქტივობებია, რაც ბათუმს მოთხოვნად ადგილად აქცევს ოჯახებისთვის და ახალგაზრდა მოგზაურებისთვის.

შემოდგომა: ზაფხულში შეკრებილი უამრავი დამსვენებელი იფანტება და ბათუმი მშვიდ ნავსაყუდელად იქცევა. შემოდგომის რბილი კლიმატი იდეალურია ღვინის ტურებისთვის, რადგან აჭარა მდიდარი და მრავალფეროვანი ვენახებითა და უნიკალურ ქართული ღვინოებით გამოირჩევა. ეს ასევე შესანიშნავი სეზონია გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის, სპა კურორტებით, რომლებიც გვთავაზობენ დასვენებას და გაახალგაზრდავებას თვალწარმტაცი პეიზაჟების ფონზე.

ზამთარი: ბათუმის სიახლოვე აჭარის მაღალ მთებთან, ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის განსაკუთრებულ სივრცეს აჩენს. მანქანით, მცირეხნიანი მგზავრობის შემდეგ, ტურისტს სათხილამურო კურორტი გოდერძი მიესალმება. იმავდროულად, თავად ქალაქი ინარჩუნებს ზამთრის ზომიერ კლიმატს, იზიდავს მნახველებს, რომლებიც ამჯობინებენ დაბალანსებულ დასვენებას.

კაზინო ტურიზმის ზრდა

ბათუმში ოთხსეზონიანი ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი კაზინო ტურიზმია. ბათუმი, რომელსაც ხშირად უწოდებენ "შავი ზღვის ლას ვეგასს", საერთაშორისო აზარტული მოთამაშეებისა და გართობის მაძიებლების ცენტრი გახდა. ქალაქის მსოფლიო დონის კაზინოები იზიდავენ ტურისტებს მეზობელი ქვეყნებიდან, რეგიონის ფარგლებს გარედან და მათ სთავაზობენ ექსკლუზიურ საცხოვრებლებს, გართობას და სათამაშო გამოცდილებას. კაზინო ტურიზმი მნიშვნელოვნად აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, რაც უზრუნველყოფს ვიზიტორთა დიდ ნაკადებს განურჩევლად სეზონისა. მაღალი მხარჯველობით გამორჩეული ტურისტების მუდმივი შემოდინება ასევე დიდ მოთხოვნას ქმნის პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე, განსაკუთრებით აპარტამენტებსა და სასტუმროების ტიპის რეზიდენციებზე, რომლებიც კაზინოს ტურისტებს ემსახურებიან.

ოთხსეზონიანი ტურიზმით განპირობებული უძრავი ქონების სექტორის შესაძლებლობები

ბათუმის სტატუსი, როგორც ოთხსეზონიანი დანიშნულების ადგილი, პირდაპირ სარგებელს მოუტანს უძრავი ქონების ბაზარს. ტურისტების მუდმივი ნაკადი უზრუნველყოფს მზარდ მოთხოვნას მოკლევადიან გაქირავებაზე, დასასვენებელ სახლებსა და საინვესტიციო საკუთრებაზე. აი, რატომ ყვავის უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში:

1) High Rental Yields: ინვესტორები, მთელი წლის ტურიზმის წყალობით, იჯარისგან 10-13%-მდე სარგებელს იღებენ . განსაკუთრებით მომგებიანია ბინები სანაპიროსთან ახლოს, გასართობი ცენტრები და კაზინოები.

2) Affordable Entry Points: ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, ბათუმი გთავაზობთ უძრავი ქონების კონკურენტულ ფასებს. იქნება ეს ზღვისპირა ბინა თუ მდიდრული რეზიდენცია, კვადრატული მეტრის ღირებულება მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

3) Growing Infrastructure: ინფრასტრუქტურის მიმდინარე ზრდა/განვითარება, მათ შორის ახალი სასტუმროები, ტრანსპორტი და გასართობი ადგილები, კიდევ უფრო ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას რეგიონში.

ბათუმის ტრანსფორმაცია ოთხსეზონიან ტურისტულ ადგილად, უძრავი ქონების ბაზრისთვის ცვლის თამაშის წესებს. გაზაფხულის ლაშქრობებიდან ზაფხულის პლაჟებამდე, შემოდგომის ღვინის ტურებიდან ზამთრის სათხილამურო თავგადასავლებამდე, ქალაქის მრავალფეროვანი შეთავაზებები იზიდავს ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში. კაზინო ტურიზმი კიდევ უფრო აძლიერებს ბათუმის სტატუსს, როგორც სტუმრობისთვის აუცილებელ ადგილს, რაც იწვევს უძრავ ქონებაზე მუდმივ მოთხოვნას და ქმნის მომგებიან შესაძლებლობებს ინვესტორებისთვის.

სახლის ინტერიერი
გამარტივებული ინვესტიცია და გადახდის ექსკლუზიური მეთოდები Like House-ისგან

კითხვის დრო

4

წუთი

მეტი წაკითხვა

სახლის ინტერიერი
გამარტივებული ინვესტიცია და გადახდის ექსკლუზიური მეთოდები Like House-ისგან

კითხვის დრო

4

წუთი

მეტი წაკითხვა

სახლის ინტერიერი
გამარტივებული ინვესტიცია და გადახდის ექსკლუზიური მეთოდები Like House-ისგან

კითხვის დრო

4

წუთი

მეტი წაკითხვა

Construction process and the builder
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი

კითხვის დრო

8

წუთი

მეტი წაკითხვა

Construction process and the builder
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი

კითხვის დრო

8

წუთი

მეტი წაკითხვა

Construction process and the builder
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი

კითხვის დრო

8

წუთი

მეტი წაკითხვა