![](https://framerusercontent.com/images/7PyzRtoVU52ZoxQCUGIdETw.png)
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი
მოხარული ვართ, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ორ წამყვან პროექტში მივაღწიეთ: Blue Sky Tower და Prime Residence - ეს პროექტები მკაფიოდ ასახავს სამშენებლო პროცესებში ჩვენს ხედვებს, სრულყოფილებისადმი ლტოლვას, დიზაინისა თუ ნებისმიერი დეტალის მიმართ.
Blue Sky Tower
Blue Sky Tower-ში წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართების მიმართლებით. მიმღებიდან და ლობიდან დაწყებული, საერთო სივრცეებამდე, პროგრესი შესამჩნევი და საგრძნობია.
A ბლოკის პროგრესი:
A ბლოკი თითქმის მზად არის მაცხოვრებლების მისაღებად. სრულად ფუნქციონირებს სახანძრო უსაფრთხოების და საკანალიზაციო სისტემები, ყველა ბინაში დამონტაჟებულია კონდიციონერი, დასრულებულია ელექტრო გაყვანილობები. ინტერიერის მოპირკეთება კარგად მიმდინარეობს, ასევე წინ მიიწევს ღებვითი და ავეჯთან დაკავშირებული სამუშაოები, რაც თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.
ჩვენ ველოდებით, რომ A ბლოკის ბინები 2025 წლის გაზაფხულზე ჩაბარდება. ეს ვადები საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველვყოთ ქონების კეთილმოწყობა უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით. ეს პერიოდი 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებას ემთხვევა, რაც საუკეთესო დროა შემოსავლების მისაღებად.
B ბლოკის პროგრესი:
B ბლოკი ასევე სწრაფად მიიწევს წინ. სახანძრო უსაფრთხოების სისტემების და სამშენებლო პროცესების დასრულებასთან ერთად, მალე დაიწყება სარემონტო სამუშაოები. ბლოკი გადადის დამასრულებელ ეტაპებზე. მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა Block B-ის მფლობელებისთვის გასაღებების გადაცემა იყო, რაც უმნიშვნელოვანესი და ამაღელვებელი მოვლენა იყო პროექტისთვის.
Prime Residence-ის პროგრესი:
2024 წელს Prime Residence-ს მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა, რამაც კარგად წარმოაჩინა კომპანიის ერთგულება ხარისხისა და ობიექტების დროული მიწოდების კუთხით.
![](https://framerusercontent.com/images/ZbJb9luEc99eAX7pcryRVKcL3E.png)
დასრულებული ეტაპები:
ქუჩის ფასადი სრულად არის დასრულებული და დახვეწილ, თანამედროვე დიზაინს ქმნის. უსაფრთხოება რჩება პრიორიტეტად - ხანძრის სიგნალიზაციის სისტემა და აუცილებელი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა წყლისა და საკანალიზაციო მილები, სრულად ფუნქციონირებს. წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ტესტები ჩატარდა სართულებზე ბეტონის მოსწორების სამუშაოების ფარგლებში. სამუშაოები თეთრი კარკასის კონსტრუქციაზე სტაბილურად გრძელდება, დასრულებულია 6 სართული.
რა არის შემდეგი?
მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამონტაჟდეს ყველა ლიფტი, რაც შენობის შიგნით შეუფერხებელ მობილობას უზრუნველყოფს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულდება 2025 წლის დასაწყისში, რაც მოსახლეობას შეუწყობს ხელს ახალ ბინებში გადასასვლელად.
![](https://framerusercontent.com/images/6hYtpFkd8iqH0K3fMMiIxSwE.png)
დასრულებული ეტაპები:
ქუჩის ფასადი სრულად არის დასრულებული და დახვეწილ, თანამედროვე დიზაინს ასახავს. უსაფრთხოება რჩება პრიორიტეტად, ხანძრის სიგნალიზაციის სისტემით და აუცილებელი ინფრასტრუქტურით, როგორიცაა წყალი და საკანალიზაციო მილები, სრულად ფუნქციონირებს. წყალმომარაგების სისტემის ჰიდრავლიკური ტესტები ჩატარდა სართულებზე ბეტონის მოსწორების სამუშაოების ფარგლებში. სამუშაოები თეთრი კარკასის კონსტრუქციაზე სტაბილურად გრძელდება, დასრულებულია 6 სართული.
რა არის შემდეგი?
მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამონტაჟდეს ყველა ლიფტი, რაც შენობის შიგნით შეუფერხებელ მობილობას უზრუნველყოფს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულდება 2025 წლის დასაწყისში, რაც მოსახლეობას შეუწყობს ხელს ახალ ბინებში გადასასვლელად.
ლიმიტირებული შეთავაზება: იყიდე ახლა, გადაიხადე შენზე მორგებული მეთოდით
გვსურს, შემოგთავაზოთ გადახდის უნიკალური გეგმა, რომელიც პრემიუმ კლასის უძრავი ქონების სეგმენტში ინვესტიციას საგრძნობლად გაგიმარტივებთ.
ორივე პროექტი 2025 წელს დასრულდება. შეგიძლიათ 20 თვიანი განვადების სისტემით ისარგებლოთ და ამასთან, განვადების წილის დაფარვა თქვენი უძრავის ქონების გაქირავებიდან შემოსული თანხებითაც განახორციელოთ, რაც უძრავი ქონების სფეროში ნამდვილად გამორჩეული შესაძლებლობაა.
არ გამოტოვოთ შანსი, გახდეთ Blue Sky Tower-ის და Prime Residence-ის ნაწილის მფლობელი. დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ უფრო მეტი ჩვენი შემოთავაზებების შესახებ.