ბათუმი - 2024 წლის მსოფლიო აღერების მთავარი ადგილი

2025 წელს ბათუმის მნიშვნელობა გლობალურ არენაზე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

მიმდინარე წელს ქალაქმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და საერთაშორისო არენაზე დიდი აღიარება მოიპოვა. ბათუმი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, როგორც პოპულარული ტურისტული მიმართულება, ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ცენტრი.  ქალაქი უკვე ცნეს ევროპის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად 2024 წლისთვის.

ბათუმი აღიარებულია პრესტიჟული World Travel Awards-ის მიერ და ასევე მაღალი შეფასებები მიიღო European Best Destinations-ის (EBD) კონკურსზე.

ის მოხვდა ევროპის ტოპ 5 საუკეთესო მიმართულებას შორის, რომელთაც უნდა ეწვიოთ, ამ ქალაქების უსაფრთხოების, მწვანე სივრცეებისა და სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროს გათვალისწინებით. ბათუმი განსაკუთრებით მოიწონეს მოგზაურებმა ამერიკიდან და EBD-ის კენჭისყრაში ისეთ ქალაქებზე წინ დააყენეს, როგორიც ლონდონია.

ქალაქის მიმზიდველობა მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლება: კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი (ვენაზე ორჯერ ნაკლები) და თანამედროვე და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დინამიკური ნაზავი ბათუმს გამორჩეულ ქალაქად აქცევს. მოგზაურები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ შავი ზღვის მარგალიტს რომანტიკული, გამაჯანსაღებელი და კულტურული დასვენებისთვის.

ბათუმის ტურიზმისა და უძრავი ქონების ბუმი

მსოფლიო აღიარება, ბათუმში, სწრაფ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას აჩქარებს.

ქალაქის მზარდი ტურისტული ინდუსტრია აჩენს უპრეცედენტო მოთხოვნას სასტუმროებზე, რესტორნებსა და კულტურულ აქტივობებზე. ტურიზმის ამ ტალღამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, გააცოცხლა ბიზნესი და ბათუმში გლობალური ბრენდები მოიზიდა.

პარალელურად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ყვავის.

უძრავი ქონების კონკურენტულმა ფასებმა, რომლებიც ევროპის სხვა ზღვისპირა ქალაქებთან შედარებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია, ინვესტორების ყურადღება მიიპყრო. გაქირავების სფერო განსაკუთრებით მომგებიანია ტურისტების მუდმივი ნაკადის წყალობით. ფაქტობრივად, ბათუმი უკვე იკავებს მე-3 ადგილს ევროპაში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქალაქების ათეულის რეიტინგში.

რატომ ირჩევენ ინვესტორები ბათუმს

ქალაქი გთავაზობთ ბიზნეს მეგობრულ გარემოს, გამარტივებული რეგისტრაციის პროცესებით, დაბალი გადასახადებით და მოგების მარტივად დაბრუნების შესაძლებლობით.

უძრავი ქონება რჩება ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად. ცენტრში განლაგებული ბინების ფასი, საშუალოდ, 1000 ევროს შეადგენს კვადრატულ მეტრზე, რაც გაცილებით დაბალი ფასია, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით. ხელმისაწვდომობისა და უძრავი ქონებიდან 10-13%-იანი შემოსავლის დაგენერირება, შთამბეჭდავ კომბინაციას ქმნის ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის.

ბიზნესისთვის 1%-იანი გადასახადის განაკვეთით და ცხოვრების დაბალი ხარჯებით, ბათუმი წარმოადგენს უაღრესად ხელსაყრელ ადგილს, როგორც სტარტაპებისთვის, ასევე არსებული კომპანიებისთვის.

LikeHouse - თქვენი წარმატების გასაღები

LikeHouse-ში, ჩვენი სპეციალიზაცია და ამოცანა ბათუმის უძრავი ქონების მზარდ ბიზნესში კლიენტის ხელშეწყობაა. 19 წლიანი გამოცდილებითა და 15 დასრულებული პროექტით (კიდევ ორი ​​პროექტი მშენებლობის სტადიაშია), ჩვენი 250 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ თქვენი საოცნებო ქონების შეძენასა ან/და მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაში.

მიუხედავად იმისა, ეძებთ დასასვენებელ სახლს, მეორე რეზიდენციას თუ მაღალანაზღაურებადი ინვესტიციის შესაძლებლობას, LikeHouse თქვენი სანდო პარტნიორია ბათუმში.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ბათუმის მზარდი პოტენციალი თქვენი წარმატების ისტორიად აქციოთ.

სახლის ინტერიერი
გამარტივებული ინვესტიცია და გადახდის ექსკლუზიური მეთოდები Like House-ისგან

კითხვის დრო

4

წუთი

მეტი წაკითხვა

სახლის ინტერიერი
გამარტივებული ინვესტიცია და გადახდის ექსკლუზიური მეთოდები Like House-ისგან

კითხვის დრო

4

წუთი

მეტი წაკითხვა

სახლის ინტერიერი
გამარტივებული ინვესტიცია და გადახდის ექსკლუზიური მეთოდები Like House-ისგან

კითხვის დრო

4

წუთი

მეტი წაკითხვა

Construction process and the builder
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი

კითხვის დრო

8

წუთი

მეტი წაკითხვა

Construction process and the builder
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი

კითხვის დრო

8

წუთი

მეტი წაკითხვა

Construction process and the builder
2024 წელი Like House-ისთვის - განხორციელებული პროექტები და მშენებლობის პროგრესი

კითხვის დრო

8

წუთი

მეტი წაკითხვა