დახმარება

რა დოკუმენტებია საჭირო, ბინის შეძენისას/გაფორმებისას?

საქართველოს მოქალაქეებმა, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი);
არარეზიდენტმა პირმა, თან უნდა იქონიოს საზღვარგარეთის პასპორტი;

შემიძლია თუ არა, ბინის განვადებით შეძენის შემთხვევაში, გადავიხადო თანხა წინასწარ?

რადგან, ყველა ტრანზაქცია ხდება ბანკის მეშვეობით, წინასწარ დაფარვის შემთხვევაში კომპანია არ აკისრებს მომხმარებელს არანაირ დამატებით გადასახადს, წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში;

შესაძლებელია თუ არა, ბინის მინდობილობით შეძენა?

საქართველოს კანდონმდებლობით შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენა, ყველა ქვეყნის მოქალაქეებისათვის მინდობილობით;

რა კონდიციით ბარდება ბინები / აპარტამენტები?

ბინის/აპარტამენტების შეძენისას, თქვენ გარანტირებულად ჩაგბარდებათ:

  • დასრულებული ფასადი, პროექტის შესაბამისად;
  • სადარბაზო და კიბის უჯრედი მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი ქვით, კედლები მობათქაშებული და შეღებილი;
  • ბინაში/აპარტამენტში დამონტაჟებული იქნება ვერტიკალური დგარები;
  • შესასვლელი კარი იქნება რკინის;
  • გარე კონტურებზე იქნება დამონტაჟებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინა პაკეტით;
  • ყველა ბინის/აპარტამენტის წყლის, ელექტროენერგიის მრიცხველები იქნება დამონტაჟებული; (ასევე სურვილისამებრ ბუნებრივი აირის);

შესაძლებელია თუ არა წილობრივი ნასყიდობით ბინის / აპარტამენტების შეძენა?

საქართველოს კანდონმდებლობით წილობრივი ნასყიდობა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ წილი ნაჩვენებია პროცენტულად;

მაქსიმალურ რა ვადაში უნდა მოხდეს პირველადი შენატანის გაკეთება?

განვადებით ბინის შეძენისას, პირველადი შენატანის გაკეთება უნდა მოხდეს, ხელშეკრულების გაფორმების დღეს;

შესაძლებელია თუ არა ფასდაკლების მიღება ერთიანი გადახდის შემთხვევაში ან რამოდენიმე ბინის / აპარტამენტის შეძენისას?

ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მოქმედებს ფასდაკლება 5%-დან;

შემიძლია თუ არა გავიგო ინფორმაცია ფასის შესახებ?


კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას ფასების შესახებ,
ნომერზე +995593241111 (viber & WhatsApp) ან ელ.ფოსტის მეშვეობით info@likehouse.ge;