მოგესალმებით - თქვენ გელოდებათ, სტუმართმოყვარე საქართველო

საქართველო - კავკასიონის ამაყი შვილი

მშვიდობისმოყვარული, მაგრამ ამაყი ქვეყანა, საქართველო განთავსებულკია შავი ზღვის აღმოსავლეთით. გეოგრაფიულად ის აზიას და ახლო აღმოსავლეთს ეკუთვნის, მაგრამ, მას აღმოსავლეთ ევროპად მოიხსენიებენ. საქართველოს ესაზღვრება ოთხი სახელმწიფო: რუსეთი, თურქეთი, აზერბაჯანი და სასომხეთი. საქართველოს დედაქალაქი თბილისია, ასევე საქართველოში ცხრა რეგიონია, რომელთაგან ორი, არ აღიარებული სახელმწიფოებია;


საქართველოს რეგიონიები

თბილისი

თბილისი - მუნიციპალიტეტი, ყველაზე დიდი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი, ასევე  კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. თბილისში თავმოყრილია ძველი ნაგებობი, ციხე სიმაგრეები, უძველესი ეკლესია - მონასტრები და ასევე, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები;
ქალაქის ისტოული უბანი - თვალნათლივ გვაჩვენებს ქართველების ისტორიას შუა საუკუნეებიდან დაწყებული.

მთელს ქალაქში ჩამოედინება, კავკასიიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარე მტკვარი, რომელზედაც, არის განთავსებული ახალი თბილისის სიმბოლო “მშვიდობის ხიდი”;

ქალაქში სეირნობის და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას, აუცილებლად უნდა იხილოთ, თბილისის ფუნიკულიორი, რომელიც, მთაწმინდაზე აგიყვანთ, საიდანაც, თბილისის ულამაზესი ხედი იშლება.

აჭარა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, განთავსებულია საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში.
აჭარა - უძველესი კულტურის მქონე კუთხე, რბილი სუბტროპიკული ჰავით.
ზღვისპირა რეგიონში თბილა, მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში, საშუალო ტემპერატურა არ ჩამოდის 5 გრადუსზე ქვემოთ. მთაგორიან აჭარაში კი ზამთარში უხვი თოვლი და თბილი ზაფხული იცის.

ქვეყნის ფართობი
შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს

ღვინის სამშობლოს
სტატუსი მსოფლიოში

14 ბუნებრივი რეზერვი, 8 ეროვნული
პარკი და 12 დაცული ტერიტორია

საქართველო მთიანი ქვეყანაა, თბილი და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, იაფი. საქართველოში საშუალო შემოსავალი დაახლოებით 230 დოლარია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა ფენომენალური ცვლილებები. თითქმის არ არის ქუჩაში ქურდობა და ძარცვა. საქართველო ევროპაში უსაფრთხოების მაჩვენებელით მე -5 ადგილზეა. სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი კი, ბიზნესის კეთების სიმარტივეა. ამ მაჩვენებლით კი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ევროპაში მე -7 ადგილზეა.

თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ინფრასტრუქტურის საგრძნობლად განვითარება, დაბალი გადასახადები — ეს ის ფაქტორებია, რომლებიც, ინვესტორებსმსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს. გამჭვირვალობა და თანამედროვეობა — ესე შეიძლება დახასიათდეს საქართველოში სახელმწიფო სისტემა. კომპანია (შ.პ.ს) შეიძლება დარეგისტრირდეს, სულ რამდენიმე წუთში.

ამ პირობებში საქართველო მიმზიდველი არის სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის.ბათუმში ინვესტიცია განახორციელა სასტუმრო ქსელის გიგანტებმა, როგორიცაა - შერატონი, რადისონი, ჰილტონი, მერიოტი, კამპინსკი და სხვა.