გაყიდვების მენეჯერი

სამშენებლო კომპანია "Like House" (https://www.likehouse.ge/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

მთავარი პასუხისმგებლობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება, ინფორმაციის ანალიზი და მათი იდენტიფიცირება;

  • პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული პროექტების წარდგენა პოტენციურ კლიენტებთან;

  • ეფექტური კომუნიკაციის არხების შექმნა პოტენციურ კლიენტებთან და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;

  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, ტერიტორიებზე ვიზიტების ორგანიზება და პრეზენტაციებისა/მოთხოვნებისთვის მომზადება;

  • კლიენტების მონაცემთა ბაზების რეგულარული განახლება;

  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

  • გაყიდვების პროცესის ჩანაწერების გაკეთება CRM სისტემაში;

  • კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა;

  • გაყიდვების მენეჯერის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

კვალიფიკაციები:

  • უმაღლესი განათლება;

  • ოფისის პროგრამების ცოდნა (MS Office); CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;

  • ინგლისურ და რუსულ ენებში გათვითცნობიერება;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა.

მთავარი უნარ-ჩვევა:

  • გაყიდვისა და მოლაპარაკებების უნარი;

  • კრეატიული და ინოვაციური აზროვნება;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

  • ორგანიზაციური და დროის მართვის უნარები;

  • როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდურ მუშაობის უნარები;

  • მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება.

ჩვენ ვთავაზობთ:

  • კონკურენტული ხელფასი (გაყინული ხელფასი + ბონუსი თითოეულ გაყიდვაზე);

  • კომფორტული სამუშაო გარემო;

  • კარიერის განვითარების შესაძლებლობები.

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@likehouse.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია „გაყიდვების მენეჯერი“.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს.

რეზიუმეს (CV) წარდგენით, კანდიდატი თანხმდება კომპანიის ავტორიზებული პერსონალის უფლებამოსილების არსებობას პირადი ინფორმაციის განხილვისთვის, საქართველოს „პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის“ შესაბამისად, მათ შორის პირადი მონაცემების, რომლებსაც მიიღებს და შეინახავს სამუშაო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაბამისად,დასაქმების შემთხვევაშ იყავით საქმის კურსში.