ლაიქ ჰაუსი

კომპანია „Like house“ ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა ქართულ სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე საქართველოში.

მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, სამშენებლო ბაზრის განვითარებასა და ფუნქციონირებაში, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალი კადრებით, დაკომპლექტებული გუნდით.

კომპანიის ისტორიის ათვლა 2006 წელს იწყება, როდესაც, დაიწყო პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე;

2007 წელს კი - VOX-ის მშენებლობა დაიწყო. მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კობალაძის ქუჩაზე, რომელიც, იმ დროისათვის ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო ქალაქ ბათუმში.

VOX -მა „წლის ინოვაციური პროექტის“ ჯილდო მიიღო და ახალი ბათუმის სიმბოლოდ იქცა;

2006 წლიდან დღემდე კომპანიას აქვს განხორციელებული 10 სამშენებლო პროექტი.
აღსანიშნავია რომ, ყველა ობიექტის მშენებლობა, ვადაში და ჯეროვნად იქნა შესრულებული.

ამ ეტაპზე „Like house“-ში  დასაქმებულია 250-ზე მეტი ადამიანი;

კომპანიამ უმოკლეს ვადაში შეძლო, მაღალი ხარისხის მქონე და სანდო ჯგუფის სტატუსის მოპოვება; მთავარი მიზანი კი, მომხმარებლის ლოიალობის მაღალი დონის შენარჩუნება და ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა ახალ სამშენებლო პროექტებში;

2007

პირველი საცხოვრებელი სახლის, მშენებლობა დასრულებულია;

2010

მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის "ვოქსის" მშენებლობა დასრულებულია;

2011

"წლის ინოვაციური პროექტის" - ჯილდო

2011

საცხოვრებელი სახლი "შერატონთან" - მშენებლობა დასრულებულია

2015

რიგით მეორე პროქტი "შერატონთან" - "მიქსი II" - მშენებლობა დასრულებულია

2016

საცხოვრებელი სახლი პიაცის მოედანთან დასრულებულია

2016

საცხოვრებელი სახლი "6 მაისის" პარკთან დასრულებულია

2017

საცხოვრებელი სახლი "Angle Park" დასრულებულია

2018

საფუძველი ჩაეყარა "BlueSky Tower" -ის მშენებლობას და ხელი მოეწერა ფრანშიზას მსოფლიო სასტუმრო ბრენდთან "Holiday Inn"-თან;

გვესაჭიროება

გრაფიკული დიზაინერი (Outsource)

ცხადდება კონკურსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე,
რომელიც, შეძლებს დისტანციურად, მომსახურეობის გაწევას;

ანაზღაურება - შეთანხმებით

გაყიდვების მენეჯერი

ვაკანსია, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;

სამშენებლო და დეველოპერული კომპანია "ლაიქ ჰაუსი" - აცხადებს კონკურსს
გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; 

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • პოტენციური მომხმარებლებთან ურთიერთობა, კორპორატიულ ტელეფონის საშუალებით;
  • სოციალური ქსელში პასუხების გაცემა;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების დადება;
  • ბაზრის კარგი ცოდნა და ანალიზი;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან.
  • ქართული და რუსული ენების კარგი ცოდნა; (ინგლისურის და სხვა დამატებითი ენების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების (exel, word) საბაზისო ცოდნა;


    კომპანიის ისტორია: https://www.likehouse.ge/company

    პიროვნული თვისებები:

    • მაღალი პასუხისმგებლობა;
    • გუნდური მუშაობა;
    • ანალიტიკური აზროვნება;
    • შედეგზე ორიენტირებულობა;
    • პუნქტუალურობა;
    • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
    • ლოგიკური აზროვნება  და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
    • კრიტიკული აზროვნების უნარი;

     

    გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV (ფოტოსურათით) მითითებულ მეილზე და დაელოდოთ ჩვენს გამოხმაურებას infobmbgroup@gmail.com გისურვებთ წარმატებას.